მიმდინარე წლის 15 ივნისს ქ.თბილისში „ნინო სალუქვაძის სპორტულ კლუბში“, გაიმართა საქართველოს IV პირად–გუნდური პირველობა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ორჭიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს , ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
მიმდინარე წლის 22 აპრილს, გაიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის იარაღიდან სროლაში საქართველოს მესამე პირად–გუნდური პირველობა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური";
2014 წლის 15 ივლისს ძალოვან სტრუქტურებს შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში საქართველოს მე-2 პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. ტურნირში თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების 15-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
2014 წლის 15 ივლისს დასრულდა საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით (პრეზიდენტი მალხაზ ბაძაღუა), "ნინო სალუქვაძის სპორტულ კლუბში" ჩატარებული, საქართველოს პირად-გუნდური პირველობა სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 3 სახელმწიფო ორგანიზაცია:
2011-2015 წლებში ხელბურთში საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრები გუნდების მზადების პროგრამა განიხილეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ზაზა დოლიძის განცხადებით, ხელბურთით საქართველოში ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი მოზარდი ინტერესდება, და ამის დასტურია ის ფაქტი, რომ სპორტის ამ სახეობაზე არჩევანი ასზე მეტმა საშუალო სკოლამ გააკეთა. მისივე განცხადებით, ეს კი იმის წინაპირობაა, რომ ქართველი ხელბურთელები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც 2015 წელს თბილისში გაიმართება, წარმატებით გამოვლენ. ზაზა დოლიძემ კანონმდებლებს დეტალურად გააცნო ახალგაზრდა ხელბურთელთა მზადების პროგრამა და ამ პროგრამის განხორციელებაში მხარდაჭერა სთხოვა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ნაკრები გუნდების მზადებისა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ხელბურთის ეროვნული ფედერაცია სახსრების მოსაზიდად მზადაა და ამისათვის გარკვეული გეგმებიც აქვს შემუშავებული. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ასანიძემ ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მესვეურთ, კომიტეტის სახელით, დახმარება აღუთქვა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტში ინფორმაციებს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს წარმატებით გამოსვლისათვის მზადების შესახებ მომავალში სპორტის სხვა სახეობების ეროვნული ფედერაციების მხრიდანაც მოისმენენ.
დღესვე კომიტეტში სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის პრეზენტაცია გაიმართა. ფედერაციის საქმინობასა და სამომავლო გეგმებზე ფედერაციის პრეზიდენტმა მალხაზ ბაძაღუამ ისაუბრა. "ეს არის სპეციფიკური ფედერაცია, რომლის შექმნაც მნიშვნელოვანი ფაქტია. მიგვაჩნია, რომ ფედერაციის საქმიანობა მხარდაჭერას იმსახურებს და იმედს გამოვთქვამ, რომ გარკვეული სამსახურები, როგორიცაა სამაშველო, სახანძრო, შსს, უშიშროება და სხვა, და რომელთაც სამსახურებრივად შეხება აქვთ გამოყენებითი სპორტის სახეობებთან, აქტიურად ჩაერთვებიან ფედერაციის საქმიანობაში", – განაცხადა გიორგი ასანიძემ.