უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსთან, ნატოში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთან, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორ, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან.

მიმდინარე წლის 15 ივნისს ქ.თბილისში ნინო სალუქვაძის სპორტულ კლუბში, გაიმართა საქართველოს IV პირად–გუნდური პირველობა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ორჭიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს , ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაცია, 2018 წლის 15 ივნისს 12:00 საათზე ატარებს „ნინო სალუქვაძის სახელობის სპორტულ კლუბში“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილ 2018 წლის საქართველოს მეოთხე პირად- გუნდურ ჩემპიონატს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ორჭიდში, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში.

მიმდინარე წლის 22 აპრილს, გაიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის იარაღიდან სროლაში საქართველოს მესამე პირად–გუნდური პირველობა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური";

2014 წლის 15 ივლისს ძალოვან სტრუქტურებს შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში საქართველოს მე-2 პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. ტურნირში თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების 15-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

2014 წლის 15 ივლისს დასრულდა საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით (პრეზიდენტი მალხაზ ბაძაღუა), "ნინო სალუქვაძის სპორტულ კლუბში" ჩატარებული, საქართველოს პირად-გუნდური პირველობა სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 3 სახელმწიფო ორგანიზაცია: