მიმდინარე წლის 15 ივნისს ქ.თბილისში „ნინო სალუქვაძის სპორტულ კლუბში“, გაიმართა საქართველოს IV პირად–გუნდური პირველობა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ორჭიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს , ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
მიმდინარე წლის 22 აპრილს, გაიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის იარაღიდან სროლაში საქართველოს მესამე პირად–გუნდური პირველობა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური";
2014 წლის 15 ივლისს ძალოვან სტრუქტურებს შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში საქართველოს მე-2 პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. ტურნირში თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების 15-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
2014 წლის 15 ივლისს დასრულდა საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით (პრეზიდენტი მალხაზ ბაძაღუა), "ნინო სალუქვაძის სპორტულ კლუბში" ჩატარებული, საქართველოს პირად-გუნდური პირველობა სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 3 სახელმწიფო ორგანიზაცია:
საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 1 ივლისს 5 სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს შორის საშტატო იარაღით სროლაში შეჯიბრი გაიმართება.
სპორტულ ასპარეზობაზე ერთმანეთს შეეჯიბრებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს, დაზვერვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სამსახურის 5-კაციანი გუნდები.
შეჯიბრს მსაჯობას ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე გაუწევს.
ასპარეზობის დასრულების შემდეგ, საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის პრეზენტაცია გაიმართება. ფედერაცია მომავალ წელს უკვე საერთაშორისო ასპარეზობებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
ღონისძიება, 1 ივლისს, 11:00 საათზე ნინო სალუქვაძის სახელობის ტირის შენობაში გაიმართება.