მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ინიციატივით და ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ორგანიზებით სახანძრო–სამაშველო გამოყენებითი სპორტში ჩატარდა ქალაქის პირველობა.


გათამაშებაში გუნდების სახით მონაწილეობდნენ ქ. თბილისის ექვსი რაიონული სახანძრო-სამაშველო სამსახურების მიერ წარმოდგენილი გუნდები.

პირველობაში გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველობაში, ლეგენდარული მეხანძრე-სპორტსმენის, ბონდო შანიძის სახელობის გარდამავალი თასის გათამაშებაში

 

სახანძრო კოშკის დალაშქვრა საიერიშო კიბით


სახანძრო კოშკის დალაშქვრა სამმუხლა კიბით

 

პირველობაში გამარჯვებულ, ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების გუნდს გადაეცა საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის მიერ დაწესებული თასი;

 

პირველობის საერთო შედეგები ასეთია:

ასპარეზობა სტანდარტული საიერიშო კიბით:

  • I - ადგილი - სიყმაშვილი ვალერი (ძველი თბილისის რაიონული განყოფილების გუნდი)
  • II - ადგილი - დავითიძე ირაკლი (ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების გუნდი)
  • III - ადგილი - ჩიტიშვილი ავთანდილი (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების გუნდი)


ასპარეზობა სტანდარტული სამმუხლა კიბით:

  • I - ადგილი - სვიმონიშვილი ირაკლი და ქევხიშვილი დავითი (ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების გუნდი)
  • II - ადგილი - გიორგიძე ნიკოლოზი და დიასამიძე გოგა (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების გუნდი)
  • III - ადგილი - აბესაძე მიხეილი და კუპატაძე გოჩა (ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების გუნდი)


გუნდური აპარეზობა:

  • I - ადგილი - ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების გუნდი
  • II - ადგილი - დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების გუნდი
  • III - ადგილი - ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების გუნდი