2011 წლი 1 ივლისს დასრულდა საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით (პრეზიდენტი მალხაზ ბაძაღუა), "ნინო სალუქვაძის სპორტულ კლუბში" ჩატარებული, საქართველოს პირად-გუნდური პირველობა სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 5 სახელმწიფო ორგანიზაცია:

  • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახური;
  • საქართველოს დაზვერვის სამსახური;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

პირველობის მთავარი მსაჯი იყო ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე.

საქართველოს გუნდირ პირველობაში ადგილები განაწილდა შემდეგნაირად:

  • პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახურმა;
  • მეორე ადგილი დაიკავა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურმა;
  • მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

 

საქართველოს პირად პირველობაში ქალებს შორის:

  • პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა – მარინე ხერხეულიძემ;
  • მეორე ადგილი დაიკავა საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა – ქეთევან მუმლაძემ.

 

საქართველოს პირად პირველობაში მამაკაცებს შორის:

  • პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა – გელა მაისურაძემ;
  • მეორე ადგილი დაიკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახურის წარმომადგენელმა – გიორგი სლანოვმა;
  • მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელმა – ვანო წიკლაურმა.

 

გამარჯვებულებს თასები, მედლები, დიპლომები და პრიზები გადასცეს:

  • საქართველოს სამსახურებრივ გამოყენებით სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა – მალხაზ ბაძაღუამ;
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ – გიორგი გალდავამ;
  • პირველობის მთავარმა მსაჯმა, საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა – ნინო სალუქვაძემ;
  • ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა – ჯამლეტ ხუხაშვილმა.

 

ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში





თასები, მედლები, დიპლომები და პრიზები