მიმდინარე წლის 15 ივნისს ქ.თბილისში ნინო სალუქვაძის სპორტულ კლუბში, გაიმართა საქართველოს IV პირად–გუნდური პირველობა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ორჭიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს , ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

ჩემპიონატს და დაჯილდოებას ესწრებოდნენ :

- მალხაზ ბაძაღუა – სსგს ფედერაციის პრეზიდენტი;  პაატა ბატატუნაშვილი–სსგს ფედერაციის გენერალური მდივანი; ზურა ხაჩიძე – სსგს ფედერაციის გამგეობის წევრი; ნინო სალუქვაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი,ჩემპიონატის მთავარი მსაჯი: ჯამლეტ ხუხაშვილი- რადიომაუწყებელი „ჯაკოს“ დამფუძნებელი,სპორტული მიმომხილველი;მონაწილე გუნდების წარმომადგენლები: ილიას რიზაევი– საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური წარმომადგენელი; ფრიდონ მარიამიძე- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი;

სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, ჩემპიონატის მხარდამჭერები და სხვები.

გუნდურ პირველობაში:

– პირველი ადგილის დაკავებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გუნდს გარდამავალი თასი და ოქროს მედლები გადასცა საქართველოს სამსახურებრივ–გამოყენებით სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა მალხაზ ბაძაღუამ.

– მეორე ადგილის დაკავებისათვის საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გუნდს თასი და ვერცხლის მედლები გადასცა   -საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიური ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ.

პირად პირველობაში:

– პირველი ადგილის დაკავებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანმშრომელი, ვასილ . ოქროს მედლით და თასით დააჯილდოვა ფედერაციის პრეზიდენტმა მალხაზ ბაძაღუამ.

– მეორე ადგილის დაკავებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანმშრომელი, ბექა . ვერცხლის მედლით და თასით დააჯილდოვა სპორტული მიმომხილველიმა ჯამლეტ ხუხაშვილმა.

– მესამე ადგილის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანმშრომელი, კონსტანტინე . ბრინჯაოს მედლით და თასით დააჯილდოვა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა პაატა ბატატუნაშვილმა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსტეტის მიერ დაწესებული ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილესთვის გენერალ რომან გვენცაძის სახელობის პრიზი უნივერსტიტეტის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ვახტანგ ანთიამ გადასცა კონსტანტინე - -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანმშრომელს,

ფედერაციის პრეზიდენტმა მალხაზ ბაძაღუამ საქართველოს სამსახურეობრივ-გამოყენებითი სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ფედერაციის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის მედალიონი და ფასიანი საჩუქრი გადასცა ნინო სალუქვაძეს- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტს, ოლიმპიური ჩემპიონს.

ფედერაციის პრეზიდენტმა მალხაზ ბაძაღუამ საქართველოს სამსახურეობრივ-გამოყენებითი სპორტის მხარდაჭერისათვის ფასიანი საჩუქრი გადასცა ჯამლეტ ხუხაშვილს - რადიომაუწყებელ „ჯაკოს“ დამფუძნებელს,სპორტული მიმომხილველს;

ფედერაციამ მადლობა გამოუცხადა მხადაჭერისათვის: გრიგოლ  რობაქიძის  სახელობის უნივერსიტეტს;  სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტს;   საქართველოს  კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას;  დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრს;   სარეკლამო კომპანია – ADSS PRINT –ს, HONDA ცენტრს;  რადიომაუწყებლობა  STAR FM 93.9;   რადიომაუწყებლობა „ჯაკო  FM 96,3“;  რადიომაუწყებლობა „საქართველოს ხმა FM 107,9;  გაზეთი „12 გვერდი“;   “ TV 24“  და  „თ  ნ“  ქეითერინგს.