საქართველოს მე-4 ჩემპიონატი იარაღიდან სროლაში

საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაცია, 2018 წლის 15 ივნისს 12:00 საათზე ატარებს „ნინო სალუქვაძის სახელობის სპორტულ კლუბში“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილ 2018 წლის საქართველოს მეოთხე პირად- გუნდურ ჩემპიონატს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ორჭიდში, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში.

ჩემპიონატის მთავარი მსაჯია ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე

მონაწილეობენ:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური,
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკრები გუნდები.