2016 წლის 22 აპრილს, გაიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის იარაღიდან სროლაში საქართველოს მესამე პირად–გუნდური პირველობა

მიმდინარე წლის 22 აპრილს, გაიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის იარაღიდან სროლაში საქართველოს მესამე პირად–გუნდური პირველობა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური";

გამარჯვებულთა დაჯილდოებას ესწრებოდნენ :
  • მალხაზ ბაძაღუა – სსგს ფედერაციის პრეზიდენტი;
  • პაატა ბატატუნაშვილი – სსგს ფედერაციის გენერალური მდივანი;
  • ირაკლი ბაღიშვილი – სსგს ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი;
  • გიორგი მეთეფშიშვილი – სსგს ფედერაციის პროექტების კოორდინატორი
  • ვახტანგ სალუქვაძე – პირველობის მთავარი მსაჯი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • ჯამლეტ ხუხაშვილი – სპორტული მიმომხილველი, რადიო „ჯაკოს“ დამფუძნებელი;

მონაწილე გუნდების წარმომადგენლები:

  • ალექსი ტაბატაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;
  • ავთანდილ ჩიხლაძე – სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური;


გუნდურ პირველობაში:

  • პირველი ადგილის დაკავებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდს გარდამავალი თასი და მედლები გადასცა საქართველოს სამსახურებრივ–გამოყენებით სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა მალხაზ ბაძაღუამ.
  • მეორე ადგილის დაკავებისათვის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გუნდს თასი და მედლები გადასცა სპორტული მიმომხილველმა, რადიო „ჯაკოს“ დამფუძნებელმა ბატონმა ჯამლეტ ხუხაშვილმა.

პირად პირველობაში:
  • პირველი ადგილის დაკავებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, გიორგი გოგოლაური მედლით და თასით დააჯილდოვა პირველობის მთავარი მსაჯმა, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატმა, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელმა ბატონმა ვახტანგ სალუქვაძემ.
  • მეორე ადგილის დაკავებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, ზურაბ მჭედლიშვილი მედლით და თასით დააჯილდოვა ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა მალხაზ ბაძაღუამ.
  • მესამე ადგილის დაკავებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, ნიკა ლოლაძე მედლით და თასით დააჯილდოვა ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა მალხაზ ბაძაღუამ.
  • პირველობის საპატიო მონაწილე, დიდი სამამულო ომის ვეტერანი ტარასი იჩქიტიძე ფედერაციის სპეციალური პრიზით, მედალით, დიპლომით და „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ მიერ გამოცემული წიგნით „ქართველი მზვერავები საუდუმლო მისიით“, დააჯილდოვა ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა მალხაზ ბაძაღუამ.
  • ფედერაციის სპეციალური პრიზი გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე ნანა გულბანს.
  • პირველი ადგილის დაკავებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო–ს მოსამსახურე, გიორგი გოგოლაურს, გადაეცა შპს „სანპეტროლიუმ ჯორჯიას– გალფის“ მიერ დაწესებული პრიზი 100 ლიტრი საწვავი, პრიზი გადასცა ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა მალხაზ ბაძაღუამ.
  • ფედერაციის მხარდაჭერისათვის სპორტული მიმომხილველ, რადიო „ჯაკოს“ დამფუძნებელ ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს შპს „სანპეტროლიუმ ჯორჯიას– გალფის“– გან გადაეცა 50 ლიტრი საწვავი და წიგნი „ქართველი მზვერავი საიდუმლო მისიით“
  • პირველობის მთავარ მსაჯს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელს ბატონ ვახტანგ სალუქვაძეს, ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა მალხაზ ბაძაღუამ გადასცა 30 ლიტრი საწვავი და წიგნი „ქართველი მზვერავი საიდუმლო მისიით“.
  • ასევე ფედერაციამ მადლობის ბარათები გადასცა მხადაჭერისათვის: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, საპატრიარქოს ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“ , შპს“ მარტვილის წყალ“–ს, ბატონ მიხეილ სარიშვილს, სარეკლამო კომპანია – ADSS PRINT –ს ,შპს „მეგაკო თრეიდის“, ენერგეტიკული სასმელების კომპანია – Hell Enerji , , შპს „სანპეტროლიუმ ჯორჯია – გალფი“–ს, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრს