2014 წლის 15 ივლისს დასრულდა საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით (პრეზიდენტი მალხაზ ბაძაღუა), "ნინო სალუქვაძის სპორტულ კლუბში" ჩატარებული, საქართველოს პირად-გუნდური პირველობა სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 3 სახელმწიფო ორგანიზაცია:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
  • საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო.

პირველობის მთავარი მსაჯის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ კვირიკაშვილი.

საქართველოს გუნდირ პირველობაში ადგილები განაწილდა შემდეგნაირად:

  • პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ;
  • მეორე ადგილი დაიკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ;
  • მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ.

საქართველოს პირად პირველობაში სამივე საპრიზო ადგილი დაიკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა:

  • პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა – გელა მაისურაძემ;
  • მეორე ადგილი დაიკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა – ზურაბ ბაინდურაშვილმა;
  • მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა – ნიკოლოზ ფილიშვილმა.

გამარჯვებულებს თასები, მედლები, დიპლომები და პრიზები გადასცეს:

  • • საქართველოს სამსახურებრივ გამოყენებით სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა – მალხაზ ბაძაღუამ;
  • • საქართველოს სამსახურებრივ გამოყენებით სპორტის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა – პაატა ბატატუნაშვილმა;
  • • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა – ირაკლი დოლაბერიძემ;

 

გუნდურ პირველობაში:

– პირველი ადგილის დაკავებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდს გარდამავალი თასი და მედლები გადასცა საქართველოს სამსახურებრივ–გამოყენებით სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა მალხაზ ბაძაღუამ.

– მეორე ადგილის დაკავებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს თასი და მედლები გადასცა საქართველოს სამსახურებრივ–გამოყენებით სპორტის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა პაატა ბატატუნაშვილმა.

– მესამე ადგილის დაკავებისათვის საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს გუნდს თასი და მედლები გადასცა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.

პირად პირველობაში:

– პირველი ადგილის დაკავებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე გელა მაისურაძე, მეორე ადგილის დაკავებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ზურაბ ბაინდურაშვილი და მესამე ადგილის დაკავებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ნიკოლოზ ფილიშვილი მედლებით და თასებით დააჯილდოვა საქართველოს სამსახურებრივ–გამოყენებითის სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა მალხაზ ბაძაღუამ.

პირველობის ყველა მონაწილეს გადაეცათ ,,მეღვინეობა ხარება“–ს მიერ დაწესებული საჩუქრები , პირად პირველობაში გამარჯვებულებს ,,გალფიმა“ გადასცა პირველი ადგილისათვის 50 ლიტრი საწვავი, მეორე ადგილისათვის – 30 ლიტრი და მესამე ადგილისათვის – 20 ლიტრი , ,,კუზანოვდენტის“ მიერ დაწესებული პრიზი 100 ლარიანი მომსახურების პაკეტი გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის წევრს ირმა სალაყაიას.