მე-2 პირად-გუნდური პირველობა სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში

2014 წლის 15 ივლისს ძალოვან სტრუქტურებს შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში საქართველოს მე-2 პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. ტურნირში თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების 15-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.


ტურნირი 9 მილიმეტრიანი პისტოლეტიდან სროლაში ორ სახეობაში გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა გუნდური პირველობა 15 მეტრიდან ნელ სროლაში მოიპოვეს. საქართველოს სამსახურეობრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელმა მალხაზ ბაძაღუამ მათ ჯილდოდ გარდამავალი თასი გადასცა. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ტურნირში გამარჯვება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერლ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ჩემპიონატს ნინო სალუქვაძის სახელობის სპორტულმა კლუბმა უმასპინძლა. ძალოვან სტრუქტურებს შორის სამსახურეობრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში პირად-გუნდური პირველობა საქართველოს სამსახურეობრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
პრესსამსახური